მიდეამ წარმატებით შეისყიდა კუკა

2017-02-12

„მიდეა ჯგუფმა“, 2016 წლის 30 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეისყიდა „KUKA AG” და მისი შვილობილი კომპანია „MECCA International (BVI) Limited“. „კუკა“ არის ჭკვიანი ავტომატიზირებული დანადგარების მწარმოებელი გლობალური კომპანია.

ეს სტრატეგიული პარტნიორობა არის სწრაფი განვითარების შესაძლებლობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რობოტიკასა და ავტომატიზირებული დანადგარების წარმოებაში.

პაულ ფენგმა, მიდეას აღმასრულებელმა დირექტორმა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: „ კუკას  ლიდერობა გლობალურ ბაზარზე და გამოცდილება რობოტიკასა და ავტომატიზირებულ დანადგარების წარმოებაში,  მიდეას უდიდეს შესაძლებლობებთან ერთად (ინდუსტრიული ბაზები, ლოგისტიკა და მომხმარებლის სურვილების და საჭიროებების სწორი აღქმა) იქნება სრულად ახალი ეპოქის დასაწყისი. სრულად ავტომატიზირებული წარმოება, არამხოლოდ ელექტრო ტექნიკის წარმოებაში იქნება წინ გადადმგული ნაბიჯი, არამედ ისეთ სფეროებშიც როგორებიცაა ჯანდაცვა, სახლის ჭკვიანი ტექნოლოგიის წარმოება, დაცვა და განათლება.“