მიდეამ წარმატებით შეისყიდა ტოშიბას სახლის ელექტროტექნიკის ხაზი

2017-01-20

2016 წლის 30 ივნისს საბოლოოდ დასრულდა მოლაპარაკებები ტოშიბასთან და მიდეა ჯგუფმა სახლის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნეს მიმართულების აქციათა 80.1%  შეისყიდა.

 „დღეს იწყება ურთიერთობის ახალი ეტაპი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს, თანამშრომლებს, მომწოდებლებსა თუ პარტნიორებს“ - განაცხადა მიდეას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა პაულ ფენგმა. „ჩვენ მოუთმენლად ველოდით ამ დღეს და გვჯერა, რომ ჩვენი ყოველწლიური ინვესტირება ბრენდში, ტექნოლოგიებში, მარკეტინგსა და თანამშრომლებში, საშუალერას მოგვცემს ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტები, უფრო კარგად მოვემსახუროთ მომხმარებლებს და შევქმნათ მეტი ღირებულება საზოგადოებისათვის. ჩვენი სახლის ელექტროტექნიკის მომხმარებელთათვის ტოშიბა დარჩება ბრენდად, რომელიც ასოცირდება სანდოობასთან, ინოვაციასთან და მაღალ ხარისხთან.“