მიდეას ახალი კვლევითი ცენტრი კალიფორნიაში

2017-04-28

მიდეა განაგრძობს გაფართოებას მსოფლიოს მასშტაბით. 2017 წლის 27 აპრილს „სილიკონ ველში“ გაიხსნა ახალი განვითარების ტექნოლოგიური ცენტრი (ETC). სან ხოსეში მდებარე ცენტრის, მთავარი დანიშნულება იქნება ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, ჩიპებისა და სენსორების კვლევა.

ტექნოლოგიური ცენტრის გახსნა კალიფორნიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, მიდეას განვითარების მრავალწლიანი გეგმის ნაწილია. მომდევნო 5 წლის განმავლობაში მიდეა ჯგუფი გეგმავს 250 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას ETC -ში. კომპანია აქტიურად განაგრძობს სერვის ცენტრების გახსნას და ზრდის კორპორატიული ოფისების რაოდენობას.

მიდეა ჯგუფის ხელმძღვანელებს სურთ, უმოკლეს ვადაში, გახდნენ ისეთივე წარმატებული კომპანია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ბაზარზე, როგორც ეს ელექტროტექნიკის და კონდიცირების შემთხვევაშია.