მიდეა და ინტელი შეთანხმდნენ

2017-03-05

მიდეას მაცივრების დივიზიამ და ინტელმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორი კომპანია გაერთიანებული ტექნოლოგიური თუ კვლევითი რესურსებით იმუშავებს სახლის ჭკვიან ტექნოლოგიაზე. ინტელის გენერალური მენეჯერი ამ მიმართლებით, მეთიუ მიჩელი, 16 იანვარს შეხვდა მიდეას მაცივრების განყოფილების გენერალურ მენეჯერს ერიკ ვონგს.

„მიდეა“ და „ინტელი“  ფორმალურად შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე თავიანთ ტექნოლოგიურ და კვლევით რესურსებს ამ ინდუსტრიის განვითარებისკენ მიმართავენ. ინტელს, რომელიც არის მსოფლიოს ყველაზე დიდი და ცნობილი მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანია, აქვს განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც ისინი რამოდენიმე წელიწადში გახდებიან  სახლის ჭკვიანი“ტექნოლოგიების ბაზარზე ლიდერი მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ორი კომპანია თანამშრომლობს. 2017 წელს, ლას-ვეგასში, მიდეამ მომხმარებელს წარუდგინა მაცივარი, რომელიც აღჭურვილი იყო ინტელის ჩიპებით.