პაულ ფენგი კანადის პრემიერ მინისტრს შეხვდა

2017-10-11

6 დეკემბერს, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო  ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გუანჟოუში, სადაც ჩატარდა „Fortune global-ის“ სამუშაო შეხვედრა. ფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა მიდეა ჯგუფის პრეზიდენტიც - პაულ ფენგი, რომელიც შეხვდა კანადური მხარის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს ბოლოდროინდელი კანადური HVAC ბაზრის განვითარება და ისაუბრეს მომავლის ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა.

„კანადა ყოველთვის მიესალმება მიდეას ინვესტიციებს“ - განაცხადა ტრუდომ და დასძინა, რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ განვითარებად სექტორებს, როგორებიცაა წარმოება და ხელოვნური ინტელექტი. ამ მიმართულებების განვითარებისთვის, ჩრდილო ამერიკული მხარე გეგმავს, ჩადოს შესაბამისი კვლევითი და ინტელექტუალური რესურსი.

მიდეამ კანადურ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობა 2006 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ტორონტოში გაიხსნა წარმომადგენლობითი ოფისი. 2014 წლიდან ყოველწლიური გაყიდვები სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ბაზარზე აჭარბებს 500,000 ერთეულს.