პირველი მარკეტინგული კონფერენცია

2017-11-05

   2017 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“, მიდეა საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა პირველი მარკეტინგული კონფერენცია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს HVAC ბაზრზე მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები, უცხოელი პარტნიორები მიდეა CAC-დან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატები. 

   კონფერენცია გახსნა მიდეა საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა არჩილ დალაქიშვილმა, რომელმაც გამოსვლის პირველ ნაწილში ისაუბრა საქართველოს HVAC ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და ტენდენციებზე. 

   მიდეა CAC-ის მარკეტინგის მენეჯერმა, პეკ ჟიაომ კი სტუმრებს გააცნო  VRF სისტემის უახლესი აგრეგატი V6. ეს მოდელი გაყიდვაში 2018 წლიდან ჩაეშვება და მისი შეძენა საქართველოში თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. პრეზენტაციის დასასრულს მიდეა საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და მიდეა საქართველოს სამომავლო გეგმებზე.

   კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა გალა ვახშამი, რომელსაც აფორმებდა ერისიონი და ელენე კალანდაძის ბენდი. ვახშმის მიმდინარეობისას, მიდეა საქართველომ ლოიალურ პარტნიორებს, რომლებმაც დიდი წლილი შეიტანეს მიდეას ბრენდის ცნობადობის განვითარებაში, გადასცა სხვადასხვა პრიზები: ტოიოტა ჰაილუქსები,  VRF სისტემის ახალი თაობის აგრეგატები და მიდეას საწარმოო ქარხნებში ვიზიტი.

   მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ჩატარდება ყოველწლიურად.