პირველი საერთაშორისო კონფერენცია იტალიაში

2017-07-15

23-დან 28 მაისის ჩათვლით იტალიაში, ქალაქ ვენეციაში, ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მიდეას ოფიციალური წარმომადგენლები და პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან.

მისასალმებელ სიტყვაში მიდეა CAC-ის პრეზიდენტმა, ერიკ ტიანმა, ისაუბრა ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე, ხოლო ვიცე პრეზიდენტმა პიტერ გუანმა მიდეა ჯგუფისა და მიდეა CAC-ის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია.

მარკეტინგის დირექტორმა მარკ ჩენმა ძირითადი აქცენტი გააკეთა მარკეტინგულ სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ მიდეა CAC მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ინვესტირებას ბრენდ იმიჯის შექმნაში, რათა მიდეა გახდეს მსოფლიო HVAC ბაზრის ლიდერი.

კონფერენციის დასასრულს მიდეას სამმა საუკეთესო პარტნიორმა გააკეთა პრეზენტაცია და ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე ლოკალურ ბაზარზე. ამ პარტნიორებს შორის ერთ-ერთი იყო მიდეა საქართველოც. კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, არჩილ დალაქიშვილმა ისაუბრა მიდეა საქართველოს განვითარების ისტორიაზე, ბაზარზე არსებულ ტრენდებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა გალა ვახშამი.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ჩატარდება ყოველწლიურად.