მიდეა საქართველო კავკასუს ბილდზე

2018-05-03

26-29 აპრილს თბილისში ჩატარდა მშენებლობისა და ინტერიერის 23-ე საერთაშორისო გამოფენა. სხვადასხვა ქვეყნის, 200-ზე მეტ მონაწილეს შორის, ერთ-ერთი სწორედ მიდეა საქართველო იყო. ამ 4 დღის განმავლობაში, კომპანიის მთავარი მიზანი იყო, გაეზარდა ბრენდის ცნობადობა, დაემყარებინა ახალი კონტაქტები და უცხოელი და ადგილობრივი მომხმარებლებისათვის გაეცნო უახლესი თაობის VRF სისტემა - V6.

„კავკასუს ბილდი“ არის გამოფენა, რომელსაც „ექსპო ჯორჯია“ ყოველწლიურად ატარებს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ მშენებლობის სექტორი გაიზარდა ყველაზე მეტად, 17%-ით და მთავრობა ვარაუდობს, რომ ტენდენცია შენარჩუნდება მომავალშიც. აქედან გამომდინარე, გამოფენის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. 50-ზე მეტი ახალი მონაწილე შეემატა გამოფენას და დამთვალიერებლების რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება წლიდან წლამდე. მსგავსი ტიპის ივენთები ეხმარება კომპანიებს მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და ინფორმაციის მიწოდებაში.

მიდეას მთელი ჯგუფი მუშაობდა გამოფენის ორგანიზებაზე. დიდხნიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შევძელით ქართული საზოგადოებისათვის გაგვეცნო უახლესი პროდუქტები და ინოვაციები შოურუმის დახმარებით. ასეთი გამოფენების მთავარი მიზანი არის ის, რომ ვიზიტორებს შეუძლიათ ახლოდან დაათვალიერონ თუ როგორია პროდუქცია და ჩვენ მარტივად შეგვიძლია ავუხსნათ ამა თუ იმ საქონლის უპირატესობები და სპეციფიკაციები.

შოურუმში მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, VRF V6, M-thermal, Heat pump, სხვადასხვა მართვის სისტემები და შიდა ბლოკები: კასეტური, არხული, იატაკი-ჭერის, კედლის და კონსოლური. შესაბამისი ვიდეოებისა და პოსტერების დახმარებით მიდეას ტექნიკოსებმა და გაყიდვების მენეჯერებმა დეტალურად გააცნეს მომხმარებელს გამოფენილი აგრეგატები.

VRF სისტემაზე მოთხოვნა ყოველწლირად იზრდება. V6 ახალი პროდუქტია ბაზარზე, ამიტომ მომხმარებელს დეტალურად გავაცანით აგრეგატის უპირატესობები. ოქტომბირს კონფერენციის შემდეგ, რომელზეც ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს გავაცანით ახალი თაობის VRF სისტემა,  უკვე დრო იყო მთელი სამშენებლო ბაზრისათვის მიგვეწოდებინა ინფომაცია და „კავკასუს ბილდი“ სწორედ შესაფერისი იყო ამ ყველაფრისათვის. როგორც ინოვაციური და ახალი პროდუქტი, ასევე წარვადგინეთ დასადგამი ფან-კოილი და A6 ტიპის არხული შიდა ბლოკი, წნევის რეგულირების შესაძლებლობით. ძირითადად, ამ პროდუქტებით დაინტერესდნენ ინსტალატორები და საერთო მოლოდინი იყო ის, რომ ეს ორი შიდა ბლოკი ზუსტად მოერგება ქართული ბაზრის მოთხოვნას და სულ მალე გახდება პოპულარული ბაზარზე.

გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს, საშუალება ჰქონდათ ენახათ სხვადასხვა ტიპის მიდეას მართვის სისტემები და შესაბამისი კონტროლერები. ტექნიკოსება ადგილიდან დემონსტრირება მოახდინეს თუ როგორ მუშაობს სისტემა, შესაბამისი ვინდოუს და ანდროიდ აპლეკაციების დახმარებით.

M-thermal ადრე თუ გვიან ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდება, იმიტომ რომ კერძო სახლებზე მოთხოვნა საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება. ასეთი ტენდენციიდან გამომდინარე, მიდეა საქართველო ოპტიმისტურადაა განწყობილი სისტემის მიმართ. ამ ეტაპზე კი, საჭიროა მომხმარებელს გავაცნოთ პროდუქტი და ავუხსნათ მისი უპირატესობები.

მიდეა საქართველოს მთავარი სტრატეგია ამ ეტაპზე არის, ბაზრის წილის შენარჩუნება და გაზრდა. ამიტომ კომპანია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობაში. მთელი გუნდი ბევრს მუშაობს ბრენდ იმიჯის გაზრდაზე, სწორედ ამიტომ გამოფენაზე კომპანიამ დაიმსახურა ჯილდო საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისათვის სოციალურ მედიაში.

ბიზნეს შეხვედრები განსხვავებულ გარემოში ზრდის სანდოობისა და ლოიალურობის დონეს. გამოფენაზე მოსულ პარტნიორებთან ვისაუბრეთ წარსულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე. შოურუმი გამორჩეული იყო მონაწილეებს შროისაც. ჩვენ მივიღეთ 50-ზე მეტი შესაძლო პროექტის შემოთავაზება და უკვე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები არქიტექტორებისა და ინსტალატორების ჩართულობით.