10 წელი იტალიის ბაზარზე

2017-05-17

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიდეამ იტალის ბაზარზე მოღვაწეობა დაიწყო. 31 მარტს ალფა რომეოს მუზეუმში ჩატარდა შეეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიდეას პარტნიორი კომპანიები და კლიენტები. ევროპის პროდუქტის და მარკეტინგის მენეჯერმა მიკ მამ, მიდეა იტალიის მენეჯერმა დანიელე მარაგონიმ და ტექნიკურმა მენეჯერმა დავიდე კარავატიმ თავიანთ პრეზენტაციებში ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, სიახლებსა და უახლეს პროდუქტებზე.

მიკ მამ ასევე ისაუბრა იმ ცვლილებებზე და გავითარებებზე, რაც მიდეამ ბოლო პერიოდში გიარა გერმანიის, იაპონისა და ამერიკის ბაზრებზე. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს ახალი სისტემა - „The Ultimate Comfort air conditioning system“, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ კონდიციონერმა მაქსიმალურად უზრუნველყოს სუფთა ჰაერის დაბერვა ოთახში.