მიდეა ჯგუფმა იყიდა კლივეტი

2017-01-09

2016 წლის 31 ოქტომბერს კლივეტის სათაო ოფისში ჩატარდა ცერემონია, რომელზეც ოფიციალურად გასაჯაროვდა, რომ მიდეა ჯგუფმა კლივეტის აქციათა 80% შეისყიდა.

ერიკ ტიანმა, მიდეა CAC- ის პრეზიდენტმა, ცერემონიაზე განაცხადა: „სტრატეგიული ალიანსი ამ ორ კომპანიას შორის გახდება საწინდარი იმისა, რომ  მიდეა ჯგუფი დაიწყებს ევროპულ ბაზარზე შესვლას, ხოლო კლივეტისათვის - ევროპული ბაზრის წილის კიდევ უფრო გაზრიდის კარგი შესაძლებლობა.“

„ამ მომენტიდან კლივეტი გახდება მიდეა ჯგუფის წარმომადგენლობა ევროპაში.  კლივეტის შერწყმა მიდეა CAC-თან შესაძლებლობას მოგვცემს ეფექტური ზეგავლენა მოვახდინოთ ტრადიციული სისტემების ცვლილებაზე, რომელიც უახლოეს მომავალში მთელს მსოფლიოში დაიწყება. ეს ინდუსტრიული ალიანსი წინაპირობაა იმისა, რომ უფრო სწრაფად განვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ენერგო ეფექტურობას, ჰაერის ხარისხს და კომფორტულობას გაზრდის კონდიციონერებში.“