მიდეამ 31 ადგილით წინ გადაინაცვლა 500 საუკეთესოს შორის

2017-10-20

სახლის ელექტროტექნიკისა და კონდიცირების სისტემების მწარმოებელმა გიგანტმა, მსოფლიოს ხუთას ყველაზე მაღალშემოსავლიან კომპანიას შორის 450-ე ადგილზე გადაინაცვლა და სულ რაღაც ერთ წელიწადში 31 ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. მიდეა არის ერთადერთი ჩინური კომპანია, რომელიც აწარმოებს სახლის ელექტროტექნიკას და მსოფლიოს მასშტაბით 500 ყველაზე წარმატებულ კომპანიას შორის შედის.

საოპერაციო შემოსავალმა 2016 წელს, 24 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ერთ წელიწადში შემოსავლები გაიზარდა 16%-ით და წმინდა მოგებამ 2.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.