მიდეას ახალი პარტნიორი ამერიკაში - Coyne

2017-06-05

მიდეამ ამერიკაში იყიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო - Coyne. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობდა შერჩევის პროცესი და სამი სააგენტოდან სწორედ Coyne-ზე გაკეთდა არჩევანი. ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში,ლას ვეგასში, კოინმა ითანამშრომლა მიდეასთან კონდიცირების ახალი ხაზის შექმნაზე, რომელიც ზუსტად მოერგება ამერიკის ბაზარს და მომხმარებლის საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს.

გაყიდვებისა და მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა ამერიკაში, კურტ კოვისმა, შემდეგი განცხაება გააკეთა: „მიდეა ახალი ბრენდია ამერიკის ბაზარზე და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა უახლოეს წლებში.“ აქტივობები დაწყებულია და ოქტომბერში კოინი მიდეასთან ერთად აქტიურ კამპანიას ჩაატარებს ჩიკაგოში.