Servotronix - ახალი სტრატეგიული პარტნიორი

2017-06-29

2017 წლის დასაწყისში მიდეას რობოტიკისა და ინდუსტრიული წარმოების დივიზამ ოფიციალურად დაადასტურა ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება Servotronix-თან. ისრაელის ბაზრის ლიდერი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაც მართავს ბიზნესს, ძირითადად ჭკვიანი მართვის სისტემების განვითარებაზე მუშაობს და უამრავ რესურსს ხარჯავს ამ მიმართულებით.

მიდეას აღმასრულებელმა დირექტორმა პაულ ფენგმა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "ეს სტრატეგიული ალიანსი ახალი ეტაპია მიდეასათვის რობოტიკასა და ჭკვიანი მართვის სისტემების წარმოებაში. ამ თანამშრომლობას ექნება ძალიან კარგი სინერგიის ეფექტი თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Servotronix არის ძალიან გამოცდილი და ინოვაციური კომპანია. ეს თანამშრომლობა არის იმის წინაპირობა, რომ კიდევ უფრო დავხვეწავთ ბაზარს მსოფლიოს მასშტაბით. გაერთიანებული რესურსებით შეგვიძლია განვავითაროთ ახალი პროდუქტები და აღმოვჩინოთ ახალი შესაძლებლობები მომავლისათვის."