ინვერტორული არაინვერტორული
Cooling Capacity: 12000-60000 Btu/h Cooling Only and Heat Pump Flexible Air Intake Ways

ჰაერის აღების ორი გზა

შიდა ბლოკს რეცირკულაციის ჰაერის მიღება შეუძლია როგორც უკანა, ასევე _ ქვედა მხრიდან. ამით საგრძნობლად მარტივდება მონტაჟის და მომსახურების პროცესი. 


 

წყვილი კომბინაცია

ერთ გარე ბლოკზე შესაძლებელია ორი შიდა ბლოკის დაერთება. ამგვარად, სიმძლავრე თანაბრად ნაწილდება მთელს სივრცეზე, კონდიციონერი მუშაობს უფრო ეფექტურად, ხოლო კლიმატი არის გაცილებით კომფორტული.

                        

 

სუფთა ჰაერის მოდინების შესაძლებლობა

შიდა ბლოკზე შესაძლოა დაერთდეს ჰაერსატარი, რომლის საშუალებითაც აგრეგატი მიიღებს სუფთა ჰაერს და რეცირკულაციასთან ერთად ნაწილობრივ მის მოდინებაზეც იმუშავებს. დაუშვებელია 100%_ით სუფთა ჰაერის მოდინებაზე მუშაობა.

                            

 

დრენაჟის გადამღვრელი ტუმბო

ინტეგრირებული ტუმბო ამარტივებს ინჟინრულ გადაწყვეტილებებს. როდესაც, კონდესატი თვითდინებით მიედინება შეზღუდულები ხართ სამონტაჟე ადგილში. ტუმბოს საშუალებით კი არხულ კონდიციონერს კონდესატის 75სმ_ზე აწევა შეუძლია. ამგვარად, შეგიძლიათ დაივიწყოთ ზედმეტი წყლის გადაღვრის პრობლემა და კონდიციონერი სასურველ ადგილზე დაამონტაჟოთ. 

                             

 

ორი ტიპის სამონტაჟე პოზიცია

A6 ტიპის არხული კონიდციონერი შესაძლოა დამონტაჟდეს როგორც ვერტიკალურ, ასევე _ ჰორიზონტალურ პოზიციაში. ამის წყალობით, გათბობა-გაგრილების სისტემა შეგიძლიათ ნებისმიერ დიზაინს მოარგოთ. სწორედ ამიტომ არის A6 დიზაინერების რჩეული აგრეგატი.       

                                       

 

 

     

 

 

 

 

სტატიკური წნევის და ჰაერის ნაკადის ელასტიური მართვა

ინვენტორული ძრავის საშუალებით შესაძლებელი გახდა რომ მინიმალურიდან 120 პასკალ წნევამდე ჰაერის მოცულობა იყოს ფაქტობრივად უცვლელი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზღვეულები ხართ ნებისმიერი ტიპის საპროექტო შეცდომისგან და დამონტაჟების შემდეგ ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ დააყენოთ სასურველი წნევა და ჰაერის ნაკადის მოცულობა.