14000-42000 BTU
სიმძლავრის დიაპაზონი 18K BTU ~ 42K BTU

მულტიზონალური სისტემის ცენტრალური კონდიციონერის დანიშნულებაა შექმნას კომფორტული კლიმატი ნებისმიერ სივრცეში

  • დაგეხმარებათ მოიწყოთ საუკეთესო სამუშაო გარემო ოფისში
  • მოერგება თქვენს ყველა მოთხოვნას სახლში

 

 

 

ერთი აგრეგატით შესაძლებელია 5-მდე ოთახის კლიმატის მართვა. თითოეულის ტემპერატურა კონტროლდება ინდივიდუალურად.  რაც ნიშნავს იმას, რომ გათვალისწინებული იქნება ოჯახის ყველა წევრის სურვილი.

 

სისტემა არის უფრო ეფექტური და მძლავრი ვიდრე გაგრილების სტანდარტული საშუალებები. ამავდროულად მარტივია მისი მონტაჟი და მოხმარება.

 

 

 

 

ცენტრალურ კონდიციონერში გამოყენებულია 3D ინვერტორული ტექნოლოგია რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა დროის მოცემულ ნებისმიერ მომენტში გამოიმუშავებს ზუსტად იმ სიმძლავრეს, რაც მიცემული ბრძანების შესრულებას სჭირდება. შედეგად, როდესაც საჭირო არ არის, აგრეგატი არ იყენებს მთელს რესურსს. ეს მაღალტექნოლოგიური უნარი კონდიციონერის შესაძლებლობებს რამდენიმე მიმართულებით აუმჯობესებს.

 

ენერგოეფექტიანობა

ტრადიციულ სისტემებს აქვს მხოლოდ ერთი, ფიქსირებული სამუშაო სიჩქარე. შესაბამისად, ტემპერატურის 3℃ ით შეცვლისას იმდენივე კვტ/სთ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც _ 10℃ ით შეცვლისას. 
ინვერტორული კონდიციონერი არ არის შეზღუდული ერთი სიჩქარით და ჩართვიდან მალევე იწყებს ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას. სტანდარტულ ინვეროტრებში ეს მხოლოდ ერთი დეტალის, კომპრესორის ხარჯზე ხდება. 
 

 

 

 




მიდეას 3D ანუ სამმაგი ინვეროტრული კონდიციონერი ამ ტექნოლოგიას ყველა მნიშვნელოვან დეტალში იყენებს. 


ეს უნარი მიდეას მულტიზონალურ კონდიციონერს საშუალებას აძლევს იყოს გაგრილების სტანდარტულ საშუალებებზე 55% ით, ხოლო წინა თაობის ინვერტორებზე _ 20% ით უფრო ენერგოეფექტიანი. 

 

 

 

 

კომფორტული მიკროკლიმატი

 

გათბობა-გაგრილების ფრეონზე მომუშავე სტანდარტული სისტემები ვერ უზრუნველყოფენენ ტემპერატურის შენარჩუნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მართვის პულტზე თქვენს მიერ მითითებული ტემპერატურა ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთით მიიღწევა. დროის დანარჩენ მონაკვეთში კი ან ძალიან ცივა, ან - ცხელა. ინვერტორული ტექნოლოგია კი კონდიციონერს უფრო ზუსტს და მოქნილს ხდის. შედეგად, ტემპერატურა იცვლება ისე, როგორც ეს მარცხენა გრაფიკზე მწვანე მრუდითაა ნაჩვენები. 
 

 

მიცემული ბრძანება შესრულდება სწრაფად.
მიღწეული ტემპერატურა შენარჩუნდება და კლიმატი იქნება კომფორტული.

 

სიცოცხლის ხანგრძლივობა



იმის გამო, რომ კონდიციონერის მთავარი დეტალები არ მუშაობს მუდმივად 100%_იანი დატვირთვით, ნაკლებია ცვეთა და შესაბამისად, მეტია სიცოცხლის ხანგრძლივობა.
 

 

 

 

ხმაურის დაბალი დონე



გარე ბლოკის კონტროლირებადი სიმძლავრე და 5 სიჩქარიანი ვენტილატორი ქმნის დამატებით ფუნქციას. ეს არის გარე ბლოკის უხმაურო მუშაობის რეჟიმი. ეს ფუნქცია თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო ხმაურს ღამის საათებში. 

 

 

 

3D ინვერტორული ტექნოლოგიის გარდა მულტიზონალური სისტემის ცენტრალურ კონდიციონერს აქვს შემდეგი მახასიათებლები

ანტიკოროზიული დაცვა 


კონდიციონერის გარე ბლოკში გამოყენებულია ოქროს ფარფლის ტექნოლოგია. კარკასს, პლატებსა და სხვა დეტალებს კი აქვს ანტიკოროზიული დაფარვა. ამგვარად, კონდიციონერი მდგრადია გარემო პირობების მიმართ, კარგად უძლებს ნესტსს და მარილებს. ეს მეთოდი საგრძნობლად ზრდის გამძლეობასა და ექსპლოატაციის ვადას. 

 


 

 

შიდა ბლოკების მრავალფეროვანი არჩევანი

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური კონტროლი

თითოეული შიდა ბლოკი ინდივიდუალურადაა დაკავშირებული გარე ბლოკთან.

  • აქედან გამომდინარე ყველა ოთახის ტემპერატურა რეგულირდება დამოუკიდებლად
  • ერთი შიდა ბლოკის დაზიანების შემთხვევაში არ ითიშება მთელი სისტემა

 

           

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

* გრაფიკებზე მოცემულია კონკრეტული მოდელების ერთი და იმავე გარემო პირობებში შედარების შედეგები.