თანმიმდევრული გათბობის რეჟიმი
გათბობის რეჟიმზე ჩართვისას შიდა ბლოკის ვენტილატორი მუშაობას იწყებს დაბალი სიჩქარით. სიჩქარე იზრდება
ფრეონის ტემპერატურის მატებასთან ერთად. ეს ფუნქცია თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო გრილი ჰაერის ნაკადს.
ცეცხლგამძლე ელექტრო ყუთი
ელექტრო ყუთი მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მიხედვით. რაც ნიშნავს იმას,
რომ მოკლე ჩართვის და ან სადენების გადახურების დროსაც კი, არ არსებობს აალების საშიშროება.
კონდესატის გადაღვრის ორი გზა
კონდესატის გადამღვრელი მილის დაერთება შესაძლებელია ორი მხრიდან. ეს ამარტივებს მონტაჟის პროცესს
და შესაძლებელს ხდის აგრეგატის რთულად მისადგომ ადგილებში დაყენებას.
ავტომატური გადატვირთვის ფუნქცია
ავარიული გათიშვის ან ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში კონდიციონერი იმახსოვრებს ბოლო მითითებებს
და თავიდან ჩართვის შემდეგ ავტომატურად აგრძელებს დამახსოვრებული ბრძანების შესრულებას.
ძილის რეჟიმი
როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია კონდიციონერი ავტომატურად 1ºC ამცირებს ტემპერატურას გათბობის რეჟიმში და ან
ზრდის _ გაგრილების რეჟიმში. ამის შემდეგ ინარჩუნებს სტაბილურობას 5 სთ-ის განმავლობაში და ითიშება. მუშაობის
მსგავსი პრინციპი უზრუნველყოფის კომფორტულ ძილს.
თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია
ხარვეზის ან გაუმართაობის შემთხვევაში კონდიციონერი წყვეტს მუშაობას და გადადის ავარიულ რეჟიმზე. ამ დროს
იწყებს დიაგნოსტიკის პროცესს და და ეკრანზე გამოსახავს შეცდომის კოდს, რაც ამარტივებს გაუმართაობის აღმოფხვრას.
ავტომატური გალღობის ფუნქცია
ზამთრის კრიტიკული ტემპერატურების დროს, გადაყინვის შემთხვევაში აქტიურდება ავტომატური გალღობის რეჟიმი.
ეს უნარი კონდიციონერს საშუალებას აძლევს თავისუფლად იმუშავოს ძლიერი ყინვების დროსაც კი.
ტენის ამოშრობის ფუნქცია
ეს ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია მაღალტენიან რეგიონებში. ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლის უნარი
კონდიციონერს საშუალებას აძლევს შექმნას კომფორტული კლიმატი ნებისმიერ გარემოში.
ტაიმერი
კონდიციონერზე შესაძლებელია ტაიმერის დაყენება და მუშაობის რეჟიმის წინასწარ დაგეგმვა. შეგიძლიათ მიუთითოთ დრო და
შინ დაბრუნებულებს და ან ოფისში მისულებს კომფორტული კლიმატი დაგხვდებათ.
დრენაჟის ინტეგრირებული ტუმბო
ინტეგრირებული ტუმბო ამარტივებს მონტაჟსა და მომსახურებას. მისი საშუალებით იხსნება მთელი რიგი შეზღუდვები
რომლებიც არ გაძლევდათ კონდიციონერის სასურველ ადგილზე დამონტაჟების შესძლებლობას.
ცენტრალური მართვა
ცენტრალური მართვის პულტით შესაძლებელია როგორც ცალკეული ბლოკების, ასევე _მთელი სისტემის მართვა.
კედელზე სამონტაჟო მართვის პულტი
კონდიციონერს კომპლექტში მოყვება კედელზე სამონტაჟო მართვის პულტი.
ტექნოლოგია ოქროს ფარფლი
მოოქროვილი ჰიდროფობული ზედაპირი ამცირებს თბომცველის გადაყინვას და ზრდის გათბობის სიმძლავრეს.
ანტიკოროზიული დამუშავება იცავს თბოცველს ნესტისა და მარილებისგან.
გაგრილების რეჟიმი დაბალ ტემპერატურაზე
კონდიციონერს აქვს უნარი იმუშავოს გაგრილების რეჟიმზე მაშინაც კი, როდესაც გარეთ ცივა. ეს შესაძლებლობა
იდეალურია მარნებისთვის, მაღაზიებისთვის და ან სხვა კომერციული ფართებისთვის, სადაც მომუშავე ელექტროტექნიკის
გამო, წლის გრილ პერიოდშიც კი არაკომფორტულად მაღალი ტემპერატურაა.
*ზოგიერთი ფუნქცია არის ოფციური და საჭიროებს წინასწარ შეკვეთას. ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდით გაყიდვების სამსახურს ან გვეწვიეთ ნებისმიერ ფილიალში.
მოდელი | შიდა ბლოკი | MHG-48HWN1-R | MHG-60HWN1-R | ||
გარე ბლოკი | MOU-48HN1-R | MOUA-60HN1-R | |||
დენის წყარო | V~,Hz,Ph | 380-415V~,50Hz,3Ph | |||
გაგრილების სიმძლავრე | Btu/h | 49 000 | 56 000 | ||
kW | 14.4 | 16.4 | |||
გათბობის სიმძლავრე | Btu/h | 52 000 | 62 000 | ||
kW | 15.24 | 18.17 | |||
მოხმეარებული ელ.ენერგია | გაგრილება | W | 4368 | 5020 | |
გათბობა | W | 4200 | 4856 | ||
EER | Btu/h/W | 2,61 | 2,53 | ||
COP | W/W | 3,61 | 3,43 | ||
სტატიკური წნევა | Pa | 190 | 200 | ||
შიდა ბლოკის ჰაერის ნაკადი H/M/L | m3/h | 2809/2554/2272 | 3150/2809/2554 | ||
ხმაურის დონე | შიდა ბლოკიH/M/L | dB(A) | 51/49/46 | 52/50/48 | |
გარე ბლოკი | dB(A) | 63 | |||
სუფთა ზომა | შიდა ბლოკი WxDxH | mm | 1200×625×380 | ||
გარე ბლოკი WxDxH | mm | 900×350×1170 | |||
შეფუთული ზომა | შიდა ბლოკი WxDxH | mm | 1485×675×450 | ||
გარე ბლოკი WxDxH | mm | 1032×443×1307 | |||
სუფთა/შეფუთული წონა | შიდა ბლოკი | Kg | 46/52.3 | ||
გარე ბლოკი | Kg | 93.2/105 | 97/108 | ||
ფრეონის მილები | თხევადი/აირადი | mm | Φ9.52/Φ19 |
შენიშვნა:
1. გაგრილების სიმძლავრის პარამეტრები: შიდა ტემპერატურა: 27℃ DB, 19℃ WB. გარე ტემპერატურა: 35℃ DB. მილების ექვივალენტური სიგრძე: 5m, დონეთა სხვაობა: 0m.
2. გათბობის სიმძლავრის პარამეტრები: შიდა ტემპერატურა: 20℃ DB, 15℃ WB, გარე ტემპერატურა: 7℃ DB. მილების ექვივალენტური სიგრძე: 5m დონეთა სხვაობა: 0m.
3. ხმაურის დონე იზომება ექოს არმქონე დახურულ კამერაში.